კომედიური მსახიობი ემი შუმერი საიდუმლოდ გათხოვდა. 23 წლის მსახიობის რჩეული 37 წლის შეფ-მზარეული კრის ფიშერია. ქორწილამდე, რომელიც 13 თებერვალს გაიმართა, წყვილი ერთმანეთს სამი თვე ხვდებოდა.
ცერემონია მალიბუში გაიმართა, სადაც წყვილმა სპეციალურად წვეულებისთვის სახლი იქირავა. საღამოს 80 სტუმარი ესწრებოდა, ახალდაქორწინებულებისთვის ფოტოს გადაღება კი ყველასთვის აკრძალული იყო.
სტუმრებს შორის რამდენიმე ვარსკვლავის ნახვაც იყო შესაძლებელი, მათ შორის ჯენიფერ ენისტონი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯეიკ ჯილენჰოლი და სხვები.