„ერისიონის“ მოცეკვავე ვაჟა გეგელაშვილი, რომელიც ამერიკაში გარდაიცვალა თბილისში გადმოასვენეს. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი, ეკატერინე ესებუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვაჟა გეგელაშვილი გადმოსვენებულ იქნა თბილისში. პანაშვიდები გაიმართება კუკიის წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის სამრევლოში კვირას და ორშაბათს 5 საათიდან 8 საათამდე. დაკრძალვა ჩატარდება სამშაბათს 2 საათზე.
დიდი მადლობა ნიუ-იორკის საკონსულოს გადმოსვენებასთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისათვის,“- წერს ეკატერინე ესებუა.
ვაჟა გეგელაშვილი 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას.
„ერისიონის“ ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ამერიკული გასტროლების შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად.