LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილია კლარკი ბონდის როლში დიკაპრიოსთან ერთად ითამაშებს

218

„სამეფო კარის თამაშების“  ვარსკვლავი ემილია კლარკი The Daily Star-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯეიმს ბონდის მორიგ ფილმში მონაწილეობაზე ოცნებობს. ამით ის უერთდება ჯილიან ანდერსონს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოთქვა სურვილი ფილმში მონაწილეობაზე. ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა პოპულარული აგენტის როლში მალე ქალბატონი ვიხილოთ. ემილია კლარკმა ასევე დასძინა, რომ ფილმში მხოლოდ ერთ პარტნიორს ხედავს: „მე ბევრი აუხდენელი ოცნება მაქვს. მინდა ვითამაშო ჯეინ ბონდის როლი. პარტნიორად კი ლეონარდო დიკაპრიოს ვხედავ, მეტი ვერავის“ – აცხადებს კლარკი.

დენიელ ქრეიგის შემცვლელად უკვე დასახელდა ტომ ჰიდლსტონის კანდიდატურა, თუმცა ჯილიან ანდერსონმა ამ მიმართულებით ახალი ფურცელი გადაშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები