LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემინემი მუსიკალურ კარიერას ასრულებს – რეპერმა ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა

167
maxresdefault

ერთ თვეზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც ემინემმა მე-12 სტუდიური ალბომის – The Death of Slim Shady (Coup de Grâce) გამოსვლის შესახებ განაცხადა. ამერიკელი რეპერის დანაპირებით, დისკი დღის სინათლეს ზაფხულის პერიოდში იხილავს.

ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა – ნახეთ პირველი ტრეილერი

ახლახან, 51 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლის რელიზი დააანონსა. საკულტო არტისტი ფირფიტის მთავარ ნამუშევარს – Houdini, 31 მაისს წარადგენს.

სპეკულაციის თანახმად, ახალი კრებულის სახელწოდება ემინემის მუსიკალური კარიერის დასრულებასა და მისი ალტერ ეგოს – Slim Shady ,,დაასამარებაზე” მიანიშნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები