LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური კადრები – სელინ დიონი ადელის კონცერტს დაესწრო, რამაც მომღერალი აატირა

328
ETD_TREND_ADELE_20241027_16X9

აგვისტოში, ერთთვიანი მიუნხენური პერფორმანსების დასრულების შემდეგ, ადელი ლას-ვეგასში დაბრუნდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ინგლისელი არტისტი 2022 წლის ნოემბრიდან, ყოველ შაბათ-კვირას კონცერტებს, ლას-ვეგასში მართავს. ,,უქმეები ადელთან ერთად”, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

ცნობილია, რა თანხა მიიღო ადელმა მიუნხენში ჩატარებული კონცერტებიდან

გამხსნელ უიკენდს, რომელსაც როგორც მოსალოდნელი იყო უამრავი მსმენელი დაესწრო, სენტიმენტების გარეშე არ ჩაუვლია. 36 წლის მუსიკოსისთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ საღამოზე, სელინ დიონიც იმყოფებოდა.

ემოციურ კადრებში, რომლებიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ ლეგენდარული კოლეგის დარბაზში დანახვამ ადელს, რომელიც იმ მომენტში სიმღერას – When We Were Young ასრულებდა, გული აუჩუყა. ის კანადელ შემსრულებელთან მივიდა, ჩაეხუტა და მასთან ერთად ატირდა.

შეგახსენებთ, რომ სელინ დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება აქვს, რომლის ძირითადი სიმპტომი კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. როგორც ცნობილია ,,გაშეშებული ადამიანის სინდრომი”, რომლის დიაგნოზი მას 2022 წელს დაუსვეს, სრულად არ იკურნება, თუმცა მკურნალობით მისი პროგრესირება ნელდება. სწორედ ამ მიზეზით, ის ბოლო დროს საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g