LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ემზადებიან იმისათვის, რომ ადგილობრივებსაც მოუწევთ წასვლა, შეიძლება აფხაზებსაც” – გიორგი კანაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლაზე

1216
BeFunky-collage (5)

რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტი ქვეყანა, უკრაინაში განადგურებულ ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას, საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ავსებს.

გავრცელდა კადრები, რომელთა თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს როკის გვირაბის გავლით.

ვიდეო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი უკრაინაში საომრად გაგზავნეს

რა რისკებს შეიცავს კრემლის ეს ნაბიჯი, რას ნიშნავს ამ რესურსის გამოყენება და რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო ახალი რეალობის გათვალისწინებით? – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” კონფლიქტოლოგმა, გიორგი კანაშვილმა ისაუბრა.

“ჯერჯერობით, რაც ღია წყაროებით დასტურდება არის ის, რომ ცხინვალიდან ტექნიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია გაყვანილი, ასევე, გაყვანილია რუსი ჯარისკაცები, – აცხადებს კანაშვილი და საკითხის შეფასებისას ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იშველიებს.

გაჰყავს თუ არა რუსეთს სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან – გომელაურს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს

კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, სამხედრო ტექნიკის მასიური გადინება ან ამ გზით წაყვანა არ ფიქსირდება, მაგრამ მსგავსი ფაქტი უკვე უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.

“ადგილობრივების კომენტარებიდან ხდება ცნობილი, რომ უახლოეს მომავალში ემზადებიან იმისათვის, რომ ადგილობრივებსაც მოუწევთ წასვლა და შეერთება ამ დაჯგუფებებთან ან სხვა დაჯგუფებებთან, რომელიც როგორც ჩანს, ცოტა ხანში კიდევ გავლენ.

მნიშვნელოვანია, რომ ისინი კი ცხოვრობენ ცხინვალის რეგიონში, მაგრამ ფორმალურად არიან რუსეთის ჯარების თანამშრომლები, ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და როგორც მოგეხსენებათ, 2013-2014-2015 წლებში დაიწყო ფაქტობრივად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარების გაუქმება და ეტაპობრივად, შერწყმა რუსულ ბაზებთან.

შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც მანამდე მსახურობდნენ სამხრეთ ოსურ ჯარსა და სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში ეს ხალხი დააკონტრაქტა და ოფიციალურად გახდნენ რუსების ჯარის კაცები. ამიტომ, მათ აქვთ ვალდებულება, რომ გაწვევის შემთხვევაში წავიდნენ იქ, სადაც მიუთითებს პუტინი და რუსეთი”, – აცხადებს კონფლიქტოლოგი.

გიორგი კანაშვილის თქმით, უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან მალევე, მსგავსი პროცესი დაიწყო აფხაზეთშიც.

“კონფლიქტის დაწყების პირველ დღეებში ვრცელდებოდა სხვადასხვა კადრები, სადაც მატარებელზე დაწყობილი იყო ტექნიკა, ბევრს ეგონა, რომ შემოჰყავდათ, სინამდვილეში მაშინ გაჰყავდათ 2-3 დღის წინ, იქიდანაც მოხსნეს დამატებითი ძალები და როგორც ჩანს, უკრაინისკენ წაიყვანეს.

ზუსტი რაოდენობა – რამდენი გაიყვანეს, რამდენი დარჩა, ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი. ღია წყაროებშიც არ ფიქსირდება, გასაგებია, რომ გასაიდუმლოებული იქნება, თუმცა როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ნაწილი გაჰყავთ უკრაინისკენ, შეიძლება აფხაზებსაც, ზოგს მოუწიოს წასვლა”, – აცხადებს გიორგი კანაშვილი.

აშკარად დაიწყებენ ალტერნატიული წყაროების ძებნას – რა შესაძლებლობას გვაძლევს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისთვის დაფინანსების შემცირება

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

magti 5g