LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდელაძე: ველოდებით კოვიდ-19-ის შემთხვევების ძალიან მკვეთრ მატებას

114
მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ვაქცინაციის ტემპის კლების ფონზე, კოვიდ-19-ის შემთხვევების მკვეთრ მატებას ელოდებიან.

იმნაძე: იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით… ბებია-ბაბუები აცრილები არ არიან და ისინი ბავშვებს აავადებენ

როგორც ენდელაძემ “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს განაცხადა, ამ პერიოდში შემთხვევების ასეთი სერიოზული მატება ძალიან საგანგაშო, ეს უკვე დაეტყო ჰოსპიტალურ სექტორს და სტაციონარებში საკმაოდ მძიმე ინტენსიური შემოსვლები აქვთ:

“რა თქმა უნდა, ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემები მართლაც რომ საგანგაშოა და ამდენი ინფიცირებულის კონტაქტებიც რა თქმა უნდა, მოიმატებს და იქნება ზრდა კიდევ უფრო.

ახლა თითქოს ვამთავრებთ ამ ტალღას თუ იწყება ახალი, არ ვიცი და ამ პერიოდში ასეთი სერიოზული მატება ძალიან საგანგაშოა და ძალიან საყურადღებოა. ეს უკვე დაეტყო ჰოსპიტალურ სექტორს, ინტენსიური შემოსვლებია სტაციონარებში და საკმაოდ მძიმეები.

ამ გართულებული ვითარების ფონზე, ნამდვილად მოიმატა პაციენტთა რაოდენობამ და თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება”, – თქვა ენდელაძემ.

უარესდება სიტუაცია, ვიკვლევთ, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე – გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები