LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარესდება სიტუაცია, ვიკვლევთ, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე – გამყრელიძე

115
1

იკვლევს თუ არა ახალ შტამებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – ამ კითხვის საპასუხოდ ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იკვლევენ.

როგორც გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველა შტამი კვლავ “დელტაა”:

“ვიკვლევთ, იმიტომ, რომ ერთ-ერთ ფაქტორად ჩვენ გვინდა გამოვრიცხოთ… რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე და ვიკვლევთ, ჯერ ყველა დელტაა.” – განაცხადა გამყრელიძემ.

იმნაძე: იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით… ბებია-ბაბუები აცრილები არ არიან და ისინი ბავშვებს აავადებენ

შეგახსენებთ, დღეს კოვიდ-19-ის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი, გარდაიცვალა 37 ადამიანი.

ვინ და რა ცნობის საფუძველზე მიიღებს ვაქცინის “ბუსტერ” დოზას – თამარ გაბუნია განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები