საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირთა რიცხვი მატულობს. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეხუთე ტალღა დაიწყო.
ეპიდემიური თვალსაზრისით, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, რას ველით და რა პროგნოზი კეთდება? დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.
პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ “დღევანდელი კოვიდსიტუაცია დამაფიქრებელია”. მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს ფაქტობრივად, დელტა შტამი დომინირებს.
დაინფიცირდა 4 774, გარდაიცვალა კიდევ 37 პირი – განახლებული კოვიდსტატისტიკა
– როცა ქვეყანაში ასეთი ავადობაა, იქ ბავშვებიც ავადდებიან, ბევრი მათგანის მშობლები, ბებია-ბაბუები აცრილები არ არიან და ისინი ბავშვებს აავადებენ.
– ძალიან მძიმე პროგნოზები გვაქვს. იქნება მძიმე ავადობა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შედეგებით.
კითხვაზე, პიკზე შემთხვევების როგორ მატებას უნდა ველოდოთ, იმნაძე პასუხობს, რომ მატება სერიოზული იქნება.
“სხვა ქვეყნების მაგალითებით ვიცით, რომ შემთხვევათა რაოდენობა კი იმატებს, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია, რადგან იქ მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია.
ჩვენთან დაახლოებით იგივე შეიძლება განმეორდეს, რაც აგვისტოში იყო”,- აღნიშნავს იმნაძე “კვირის პალიტრასთან”.