LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდელაძე ყირიმ-კონგოზე: ხშირად სოფლის მეურნეობის მუშაკებს ემართებათ, რომლებმაც შეიძლება ტკიპა მოაცილონ და გაჭყლიტონ – თუკი ტემპერატურის მატებაა, აუცილებლად ექიმს უნდა მიაკითხონ

295
მარინა ენდელაძე

„ეს გახლავთ ვირუსული ინფექცია, მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფს და ხშირად სოფლის მეურნეობის მუშაკებს ემართებათ, რომლებმაც შეიძლება ტკიპა მოაცილონ და გაჭყლიტონ“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ყირიმ-კონგოს ვირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან მედიას უთხრა, ასეთი შემთხვევები ხშირია და ამ შემთხვევაში ხდება ამ საკმაოდ მძიმე ვირუსული ინფექციის გადაცემა.

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით 3 ადამიანი დაინფიცირდა

„თუკი ასეთი შემთხვევა იყო და ცხელება, ტემპერატურის მატება დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაკითხონ ექიმს, რომ თუ დაინფიცირებულია, ამ შემთხვევაში დიაგნოსტირება დროულად მოხდეს.“– განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა, ბოლო 7 თვეში, დაავადების 42 შემთხვევა დადასტურდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს ურჩევენ, ამ პერიოდში განსაკუთრებით სიფრთხილე გამოიჩინონ და ყირიმ-კონგოს დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

ცნობისთვის, ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში სიმპტომები ვლინდება:

ტემპერატურის მატება, კუნთების ტკივილი, თავბრუს ხვევა, კისრის ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, თავის ტკივილი, თვალების წვა. შესაძლოა ღებინება და ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი და განწყობის მკვეთრი ცვალებადობა. ყირიმ-კონგოს ვირუსი ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g