LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგეტიკული სასმელები და არყის კოქტეილი ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

153

კანადელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენას ენერგეტიკული სასმელების და არყის კოქტეილი ახდენს, რომელიც ერთის მხრივ ტვინზე ზემოქმედებს და ადამიანს გაუცნობიერებელი მოქმედებისკენ უბიძგებს, მეორეს მხრივ კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემას ვნებს, რადგან ამგვარი კოქტეილები ახშირებენ გულისცემას და პროვოცირებენ სხვადასხვა დაავადებების განვითარებას.

გარდა ამისა, ორგანიზმში ერთგვარი კონფლიქტი იწყება, როცა ალკოჰოლით გამოწვეული მოთენთილობა ბრძოლას იწყებს ენერგეტიკული სასმელის წყალობით მოზღვავებულ ენერგიასთან. რაც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ მდგომარეობასაც სერიოზულ ზიანს აყენებს.

გარდა ამისა, დაფიქსირდა, რომ ის, ვისაც ჩვევად აქვს ქცეული შეუსაბამო სასმელების კოქტეილების მიღება, უფრო ხშირად ხვდება საავტომობილო ავარიების მსხვერპლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები