LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენერგოდარი, ნიკოპოლიდან ვაფიქსირებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გააჩინეს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

166
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ახლა რადიაციის დონე ნორმალურია. მაგრამ სანამ რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია არ არის და არ შეიძლება იყოს ნორმალური“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩაღეს.

„ენერგოდარი. ნიკოპოლიდან ვაფიქსირებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გააჩინეს. ახლა რადიაციის დონე ნორმალურია. მაგრამ სანამ რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია არ არის და არ შეიძლება იყოს ნორმალური. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის და მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ელოდება მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას.

მოგვიანებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული მდგომარეობის ცვლილება არ დაფიქსირებულა და არც ხელოვნური წარმოშობის რადიონუკლიდები გამოვლენილა.

რუსეთში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკრაინელების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონის, ბალიცკის დაბომბვის შედეგად გაუჩნდა.

როგორც „ტასი“ წერს, ექვსი ენერგობლოკი გაგრილების სისტემაზეა გადაყვანილი, ხოლო რადიაციული ფონი ნორმაშია.

რუსეთში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლქვეშაა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ხანძარი გააჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g