LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა

89
არჩევნები111-800x445

ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიამ 11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტინები გადაითვალა, რის შედეგადაც მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის კანდიდატს, მამუკა წოწერია ამბობს, რომ ბიულეტენების გადათვლა კანონის ფარგლებში მოხდა, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და “ქართული ოცნების” კანდიდატმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

თავად, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი კი აცხადებს, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ენმ-ს ბრალდებები უსაფუძვლოა.

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – ანი წითლიძე პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

 

 

 

პოპულარულები