ენრიკე იგლესიასი მაიამიში, SiriusXM Hits 1- ის რადიოს სტუმრობდა. არტისტმა წამყვანთან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია აქვს ანა კურნიკოვას მის ტრადიციულ კოცნებზე სცენაზე, მომღერალმა განაცხადა, რომ მისი მეუღლისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვს. მე სულ ასე ვკოცნი ჩემს ფანებს, მომწონს, როცა მათთან ფიზიკურ სიახლოვეს ვამყარებ, მომწონს მათი კოცნა, ასე მე მათ სითბოს ვუზიარებ. ანა ჩემს კონცერტებს მუდამ ესწრება. გოგონები მას უცნაურად უყურებენ, თითქოს ეკითხებიან, როგორ ეგუება ყოველივე ამას, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ანას ეს არ აღელვებს“, – აცხადებს 49 წლის მომღერალი.
ცნობისთვის, ენრიკე იგლესიასი მსმენელს დაემშვიდობა. ის კარიერას ასრულებს. 29 მარტს, არტისტმა, მე-12 და უკანასკნელი სტუდიური ალბომი – Final (Vol. 2) გამოუშვა, რომელიც ამავე სახელწოდების პირველი ნაწილის გაგრძელებაა.
ენრიკე იგლესიასმა უკანასკნელი ალბომი გამოუშვა – მომღერალმა კარიერა დაასრულა