LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდვითარების გაუარესების გამო, პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა

125
ტგყჯტ

პეკინში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ the guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა.

დედაქალაქ პეკინში კი გასული დღის განმავლობაში ინფიცირების 1 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევაც.

ხელისუფლება აცხადებს, რომ პეკინი ამ დრომდე პანდემიის ყველაზე მძიმე გამოცდის წინაშე დგას, რის გამოც ქალაქში შესვლის წესები გამკაცრდა.

სხვა ქვეყნებიდან ჩასულებმა საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლების მოპოვებამდე სამი დღის განმავლობაში კოვიდ ტესტი უნდა ჩაიტარონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g