LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო – ჩვენი ლოცვით უნდა დავეხმაროთ პატრიარქს

123
Capture

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსო ჯუზეპე პაზოტო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.

ეპისკოპოსის თქმით, ჩვენ ჩვენი ლოცვით უნდა დავეხმაროთ პატრიარქს.

„ვიყავი შიგნით, ვინაიდან, იყო ნიშანი, რომ ჩვენი ქრისტე არის დღეს აქ. ვლოცულობთ, ვინაიდან პატრიარქი ხშირად იყო ხოლმე ჩვენთან ერთად… რამდენი საუბარი გვქონდა მასთან ერთად. ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ ერთად.

31 წელია, მე საქართველოში ვარ და ამ 31 წლის განმავლობაში ხშირი კავშირი მქონდა მასთან. გვქონდა მამა-შვილური კავშირი. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ის არის დიდი მწყემსი და კეთილი მწყემსი. ჩვენ ჩვენი ლოცვით უნდა დავეხმაროთ”, – განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g