LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპოქა დასრულდა: ეკლსტოუნი ფორმულა ერთის პრეზიდენტი აღარ არის

42

ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ მას ”საპატიო პრეზიდენტის” ტიტული შესთავაზეს, თუმცა ვერ ხვდება რა უფლებამოსილებას აძლევს მას ეს წოდება.

86 წლის ბერნი ეკლსტოუნი აღიარებს, რომ მან ”ფორმულა ერთის” გენერალური დირექტორის თანამდებობა დაკარგა. სამეფო რბოლების ახალმა მესაკუთრემ, მედია ჰოლდინგმა Liberty Media აღნიშნულ პოსტზე ”თავისი კაცი” – ჩეიზ კერი დანიშნა.

”უბრალოდ წავედი, ეს ოფიციალურად. კომპანიის ლიდერი აღარ ვარ. ჩემი თანამდებობა ჩეიზ კერის ერგო. ჩემი ახალი პოზიცია კი არის ის, რასაც ამერიკაში ”საპატიო პრეზიდენტს” ეძახიან. ტიტული უკვე მაქვს, თუმცა არ ვიცი რას ნიშნავს” – განუცხადა ეკლსტოუნმა გერმანულ გამოცემა AUTO MOTOR UND SPORT-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები