ექიმი გიორგი ოდიშვილი მოცვის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს კენკრა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს.
მისი თქმით, მოცვი ანტიოქსიდანტების საბადოა – ნივთიერებების, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედებზე დამაზიანებელი ზემოქმედების შემცირებას.
„მოცვი, უამრავ ვიტამინთან ერთად, შეიცავს პოლიფენოლებს. ეს არის ნივთიერებები, რომლებსაც დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი უკავშირდება“, – ამბობს ექიმი.
ექიმი განმარტებით, მოცვში შემავალი პოლიფენოლები გარკვეულ ნაერთებთან კომბინაციაში ანთებითი პროცესების შემცირებასაც უწყობს ხელს.
„სუპერ საკვებია მოცვი“, – აღნიშნავს ექიმი გიორგი ოდიშვილი.
