ექიმი გიორგი ოდიშვილი ბოტოქსის შესახებ განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, ბოტოქსი არ არის პირდაპირ დაკავშირებული გაახალგაზრდავებასთან და უფრო მეტად კუნთის დროებით პარალიზებასთან ასოცირდება.
როგორც ექიმი განმარტავს, ნაოჭები ძირითადად იმ ადგილებში ჩნდება, სადაც მიმიკური კუნთები აქტიურად მუშაობს, მაგალითად სიცილის ან ემოციის გამოხატვისას.
სპეციალისტის განმარტებით, ბოტოქსი წარმოადგენს ბოტულინუმის ტოქსინს, რომელიც ბლოკავს ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთზე, რის შედეგადაც კონკრეტული კუნთი დროებით მოდუნდება.
„ბოტოქსი გაახალგაზრდავებასთან საერთოდ არანაირ კავშირშია და მას უფრო მეტი კავშირი აქვს პარალიზთან ვიდრე გაახალგაზრდავებასთან.
ნაოჭები ძირითადად იმ ადგილებში ჩნდებიან, სადაც მიმიკური კუნთები იკუმშებიან. მაგალითად სიცილისას ან სხვადასხვა ემოციის გამოხატულებისას. ბოტოქსი კი მარტივად რომ ავხსნათ არის ბაქტერიის ტოქსინი, ბოტილინუმის ტოქსინი, რომლები ბლოკავს ნერვული დაბოლოებიდან კუნთოვან ქსოვილზე გარდამავალ იმპულსს, შედეგად იწვევს გამიზნულად კონკრეტული კუნთის პარალიზს“, – განმარტავს ექიმი.
