LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

163
გიორგი ჩახუნაშვილი (1)

ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

„ახლა როგორ უნდა გავხდე 71 წლის ასაკში საშიში, ცხოვრების ყველა ეტაპზე სულ სიკეთე მაქვს ნაკეთები. საშიში არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები“

ჩახუნაშვილი იზოლატორიდან საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო გუშინ შეუფარდა.

პოლიციამ ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ორი დღის წინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g