„გრემის“ მფლობელმა პოპ-ვარსკვლავმა, ლედი გაგამ მუსიკალურ პლატფორმაზე Apple Music ექსკლუზიური ფლეისიტი, Women of Choice შეადგინა.
ფლეილისტში თანამედროვე ქალი მუსიკალური არტისტების საუკეთესო ნამუშვრებია წარმოდგენილი, მათ შორის, თავად გაგას ახალი კომპოზიცია Stupid Love, რომელმაც სულ მოკლე დროში მოახერხა, 37,207,990 ნახვით ჰიტად ქცევა.
„ამ ექსკლუზიურ ფლეილისტში ლედი გაგა წარმოაჩენს იმ ქალი მუსიკოსების შემოქმედებას, რომლებიც პოპისა და კლუბური მუსიკის გადაკვეთის წერტილს ნოვატორულად პოულობენ. ჩვენს დროში შეუძლებელია, საცეკვაოდ კლუბში წახვიდე და ამ ქალბატონების გავლენა არ იგრძნო”, – წერია ფლეილისტის აღწერაში.