LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა 2017 წლის მთავარი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები დაასახელეს

34

ექსპერტებმა 2017 წლის მთავარი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები დაასახელეს. დღევანდელი ტექნოლოგიური მრავალფეროვნება ალბათ ნებისმიერ ეპოქას შეშურდებოდა, თუმცა რატომღაც საგანმანათლებლო სისტემაში მხოლოდ მცირე რესურსი თუ გამოიყენება. სპეციალისტებმაც იმ ნივთების სია შეადგინეს, რომელთა შესაძლებლობებიც იმაზე ბევრად მეტია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, ასეთია სმარტფონი, გაჯეტი რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია და მისი საშუალებით სასწავლო პროცესიც ბევრად უფრო კომფორტული გახდება. მეორე ადგილს ვირტუალური რეალობის სათვალე იკავებს. მეცნიერები თვლიან, რომ ამა თუ იმ საგნის ვიზუალიზაცია მის მიმართ ინტერესს ერთი-ორად გაზრდის. და ბოლოს, ლიდერთა სამეულში მოხვდა ინტერნეტიც. რესურსი, რომლის ამოწურვაც შეუძლებელია და როგორც წესი, სკოლები მხოლოდ მის მცირე პროცენტს იყენებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები