LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა 2017 წლის ზაფხულის საუკეთესო ავტომობილების სია შეადგინეს

27

ექსპერტებმა 2017 წლის ზაფხულის საუკეთესო ავტომობილების სია შეადგინეს. კანადური გამოცემის „Auto 123”-ის ჟურნალისტებმა რეიტინგში ძირითადად ის მოდელები მოახვედრეს, რომლებიც ავტოსალონებში წელს გამოჩნდა და ბაზრებზე ხელმისაწვდომი მოგვიანებით გახდება. სიის ლიდერი კი Volkswagen atlas 2018 გახდა. ექპსერტთა აზრით, ეს არის იდეალური ავტომობილი მათთვის, ვინ ზაფხულს ქალაქში გაატარებს. მეორე ადგილს იაპონური Subaru Crosstrek იკავებს და ის ბაზარზე მომავალი თვიდან გამოჩნდება. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს Nissan Qashqai ასრულებს, ავტომობილი რომელიც ევროპულ ბაზარზე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხოლო შვედურმა Volvo XC60-მა და გერმანულმა Audi A5 sportback-მა მეოთხე და მეხუთე ადგილები გადაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში ასევე Land Rover discovery, Honda Odyssey, Porsche 911 GTS, Lexus LC500და Mercedes-Benz მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები