საერთაშორისო კომპანია Zutobi-მ იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც გზებზე ადაპტაცია მძღოლებისთვის განსაკუთრებით რთულია. ექსპერტებმა ქვეყნები 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს და ისეთი პარამეტრები გაითვალისწინეს, როგორიცაა – საგზაო ინფრასტრუქტურა, გზების გადატვირთულობა და სასიკვდილო ავარიების რიცხვი. ყველაზე დაბალი შეფასება რუმინეთმა დაიმსახურა – დამწყები მძღოლებისთვის ის ყველაზე სტრესული ქვეყანაა.
Zutobi-ს შეფასებით, რუმინეთმა 10 შესაძლო ქულიდან 4,87 დაიმსახურა. დაბალი ქულა ცუდი გზებით და ძალიან ბევრი ავტომობილით აიხსნება. ანტი-რეიტინგის მეორე ადგილს, 5,07 ქულით მალაიზია იკავებს, ქვეყანამ დაბალი ქულა ზედმეტად ბევრი სასიკვდილო ავტო საგზაო შემთხვევის გამო დაიმსახურა. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს ფილიპინები (5,30) ასრულებს, ქვეყნის შეფასებისას ექსპერტებმა ცუდი გზებით და საცობებით იხელმძღვანელეს.
ყველაზე ცუდი ქვეყნების ტოპ-5-ში მოხვდა ასევე ბულგარეთი და რუსეთი. შედარებით უკეთესი სიტუაციაა საბერძნეთსა და პოლონეთში, ქვეყნებმა მე-6 და მე-7 ადგილი დაიკავეს. მე-8 პოზიციაზე – არგენტინა, მე-9-ზე – ახალი ზელანდია გავიდა.
ათეულს 6,09 ქულით იტალია ასრულებს.