LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა შვებულების დასაგეგმად საუკეთესო დრო დაადგინეს

32

ექსპერტებმა შვებულების დასაგეგმად საუკეთესო დრო დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ მოგზაურობის ნაადრევად ორგანიზება ავიაბილეთის საფასურის 49%-ით, ხოლო სასტუმროს ღირებულების 84%-ით დაზოგვის საშუალებაა. ამას ადასტურებს ტურისტული სააგენტოების მონაცემებიც. ევროპულ ქალაქებში გასამგზავრებლად ბილეთის შეძენა ყველაზე ხელსაყრელი 3 თვით ადრეა. მაგალითად, ასეთი მეთოდი ვენაში მგზავრობას 32%-ით, ბუდაპეშტში – 37%-ით, ხოლო მიუნხენში კი 40%-ით უფრო იაფს გახდის. ხოლო, თუკი ჩეხეთის დედაქალაქში გეგმავთ გამზავრებას, მაშინ ბილეთი 7 თვით ადრე უნდა იყიდოთ და ღირებულების 49%-ს დაზოგავთ. რაც შეეხება სასტუმროებს, თუკი მათ მოგზაურობამდე 2-3 თვით ადრე დაჯავშნით – თანხის 84%-ს დაზოგავთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები