LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპო ჯორჯია“ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმს მეორედ უმასპინძლებს

110
ექსპო ჯორჯია

12-13 მარტს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, „ექსპო ჯორჯიისა“ და საკონსულტაციო კომპანიის „Savvy“ ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი მეორედ ჩატარდება.

ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „ექსპო ჯორჯიის“ პროექტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ცაიშვილმა ისაუბრა:

ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენისა და ფორუმის მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორის მხარდაჭერა და განვითარებაა.

ღონისძიება გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს, პორტებისა და რკინიგზის წარმომადგენლებს, საჰაერო გადამზიდავებს, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმპორტ–ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს.

ორდღიან ფორუმზე განხილული იქნება სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა, ზანგეზურის მარშრუტის განვითარება, სექტორის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და ციფრული ლოგისტიკის განვითარების დინამიკა.

ცნობისთვის, გამოფენაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ფორუმზე მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g