LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვსმა მილიონმა იტალიელმა საშობაო მოგზაურობაზე უარი თქვა

11

ექვსმა მილიონმა იტალიელმა საშობაო მოგზაურობაზე უარი თქვა. ამის მიზეზი შიში გახდა. იტალიელებს ეშინიათ, რომ შემთხვევით ტერაქტის ეპიცენტრში არ მოხვდნენ. ბერლინისა და ნიცის შემთხვევების შემდეგ 6 მილიონმა ადამიანმა ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა და შობას სახლში შეხვდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბილეთები უკან ძირითადად ახალგაზრდა იტალიელებმა დააბრუნეს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იტალიელთა 80%-ს ტერორისტების მუდმივი შიში აქვს. ყოველი მეათე იტალიელი კი მიიჩნევს, რომ ევროპაში უსაფრთხოების ნორმები უნდა გამკაცრდეს და საზღვრები უფრო მეტად უნდა ჩაიკეტოს. ხოლო თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იტალიაში 59 ტერორისტული აქტი განხორციელდა, მათი შიში არც თუ ისე უსაფუძვლოა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები