ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ფალუჯას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი საკლავია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქს, თითქმის, სრულად აკონტროლებენ. საკლავიას გათავისუფლება იმ მასშტაბური სპეცოპერაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ერაყის სტრატეგიული ქალაქ ფალუჯას ექსტრემისტებისგან გათავისუფლებას ისახავს.
დაეშის მებრძოლებმა ქალაქ საკლავიაზე კონტროლი 2014 წელს ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაამყარეს.
ერაყის სახელისუფლებო ძალები ქალაქ ფალუჯას გათავისუფლების ოპერაციის დაწყებამდე მის მისადგომებს ჯიჰადისტებისგან ათავისუფლებდნენ.