LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი კიევისგან და მოსკოვისგან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელის

96
Untitled-design-14

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა ელის კიევისგან და მოსკოვისგან, რომ ისინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობენ.

„ჩვენ ველით, რომ ისინი დაემორჩილებიან მათ მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას და იმოქმედებენ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ მექანიზმის ოპერატიული ასპექტი კოორდინირებული იქნება სტამბოლის ცენტრიდან, ყველა მხარის წარმომადგენლებთან ერთად.

ცნობისთვის, გასულ კვირას ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი რუსეთმა, თურქეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებას.

აშშ, მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის მიზნით, უკრაინასთან ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g