LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე საჯარო უარს ვაცხადებთ – გიორგი კეკელიძე

426
36732132-1965687456809245-5909313775919431680-n-e1560702202513

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ რუსული ენის და კულტურის ცენტრი ბიბლიოთეკაში არ გაიხსნება.

“ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.
დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს. მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ” – წერს გიორგი კეკელიძემ.

შეგახსენებთ, რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა, პრაღაში ზურა აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

მისი თქმით, ეს  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში.

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი იხსნება

იმედია, ეს ყველაფერი ინციდენტების გარეშე ჩაივლის

magti 5g