LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობიდან პრეზიდენტობამდე – ვინ არის ესტონეთის ახალი პრეზიდენტი

50
ალარ

ესტონეთის პარლამენტმა პრეზიდენტად ალარ კარისი აირჩია.

კარისის კანდიდატურას მხარი 72-მა პარლამენტარმა დაუჭირა. თუმცა მის ასარჩევად 68 ხმაც საკმარისი იყო.

ალარ კარისი 63 წლისაა. განათლებით ბიოლოგია.

პრეზიდენტობამდე სახელმწიფო კონტროლის თანამდებობას იკავებდა. იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი, ხელმძღვანელობდა ესტონეთის ეროვნულ მუზეუმს.

ალარ კარისი არასოდეს ყოფილა არც ერთი პარტიის წევრი.

ალარ კარისი ესტონეთის მოქმედ პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს შეცვლის და მუშაობას ოქტომბერში შეუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები