პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
პრეზიდენტი: პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროული და საინტერესოა, მაგრამ მხოლოდ განცხადებად არ უნდა დარჩეს და მას კონკრეტული შინაარსის მიცემა უნდა. მანჯგალაძის თქმით, ის მზადაა პირადად ჩაერთოს ასეთ პროცესში.
პრეზიდენტი გულწრფელია, როდესაც საუბრობს შერიგებაზე და ამას პირველ რიგში, სამართლიანი შეფასებები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარება სჭირდება: არჩილ თალაკვაძე
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროული და საინტერესოა, მაგრამ მხოლოდ განცხადებად არ უნდა დარჩეს, კონკრეტული შინაარსის მიცემა უნდა. მზად ვარ, მსგავს პროცესში ჩავერთო, როგორც ერთი მოქალაქე, ამისი საჭიროება თუ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეროვნული შერიგება ცოტა რთული თემაა, ვის ვინ უნდა შეურიგდეს; პატარა ბავშვები არ ვართ, გაბუტულები არ ვართ, აქ უფრო ეროვნულ თანხმობაზეა საუბარი; იმ ვალდებულებაზე, რომ შევთანხმდეთ, ერთმანეთის განადგურება არ გვინდა. იდეა ის არის, რომ ერთად უფრო ბევრს მივაღწევთ, ვიდრე დაპირისპირებულები.
რაც შეეხება „ქართულ ოცნების“ პოზიციას, ჩემთვის გაუგებარია, საუბარია მონანიებაზე, მიტევებაზე, მუხლებზე დგომაზე, მეტანიების კეთებაზე, ასეთი პირობების დაყენებით თანხმობა არ გამოვა. ყველანაირი პირობის გარეშე უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რაზე შეგვიძლია შეთანხმება. ვალდებულება, რომ ერთმანეთი არ გავანადგუროთ, ეს მთავარი საკითხია. ვინაიდან არ ვიცი სხვა ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, მე განწყობილი ვარ, რომ ამ პროცესში ჩავერთო, როგორც ერთი მოქალაქე, რადგან ყველა გზა და საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ერთმანეთისკენ მიგვიყვანს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოზიციის გაგება, ასევე პარტიის შიგნით პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პროცესში ვხედავ ძალიან დიდ შესაძლებლობას საქართველოსთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.