LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს: ხატია დეკანოიძე

114
ხატია დეკანოიძე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „არ იცის რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციზე, მაგრამ გულწრფელად ისურვებდა, რომ ეს ისტორიული როლი შეასრულოს“.

პრეზიდენტი: როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისგან და უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა

პრეზიდენტი: პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ

მისივე განმარტებით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას.

„არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს.

ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა:

– ფიქრი და ქმედება მართმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება;

– მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე;

– გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი.

ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას“, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g