საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ეხმიანება. რაქვიაშვილს „არ სჯერა, რომ „ქართული ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობაში“ შერიგების გულწრფელი სურვილი არსებობს“. მისივე თქმით, სანამ შერიგების გულწრფელი სურვილი არ იარსებებს, სხვა აქტორების მოწოდებები, იქნება ეს პრეზიდენტი თუ ვინმე სხვა, უშედეგო იქნება.
პრეზიდენტი: როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისგან და უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა
პრეზიდენტი: პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ
ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ შერიგება მოხერხდეს, ცალმხრივი ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას.
პრეზიდენტი გულწრფელია, როდესაც საუბრობს შერიგებაზე და ამას პირველ რიგში, სამართლიანი შეფასებები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარება სჭირდება: არჩილ თალაკვაძე
„უკვე ტრადიციულად, პრეზიდენტმა კარგი განცხადება გააკეთა და მხარს დავუჭერ. მეორე საკითხია, რამდენად მზად არიან ამისთვის. ძირითადად, დაპირისპირებული მხარეები არიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მართალი გითხრათ, არ მჯერა, რომ ამ მხარეებს შორის გულწრფელი სურვილი არსებობს, რომ შერიგდნენ. სანამ ეს სურვილი არ იარსებებს, ვინც უნდა მოუწოდოს, პრეზიდენტი იქნება, პატრიარქმაც გააკეთა, ამერიკელმა მეგობრებმა, „გირჩმაც“, მაგრამ არაფერი შველის.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის, თუმცა არ ვიცი ასეთი ფორმატის დეტალები. რაიმე შანსი თუ გამოჩნდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, მხარს დავუჭერთ. არ მიმაჩნია, რომ შერიგება ცალმხრივი ამბავია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვუშვათ და ეს იქნება შერიგება. ეს შეიძლება იყოს შერიგების ელემენტი, როცა რაღაც ეტაპის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ციხეში, სხვა პირობებიც უნდა შედგეს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ბევრი აქვს გასაკეთებელი ამისთვის, მათი მხრიდანაც უნდა იგრძნობოდეს გულწრფელობა. თავისთავად, მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი და ამოსავალი წერტილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ რას გააკეთებს. ისინი თუ ამბობენ – ხშირად გაგვიგია განცხადება, რომ მოვლენ, ვიღაცას დაიჭერენ, შურისძიების ელემენტებია მათ განცხადებაში, მაშინ, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი არ იქნება. როგორც ეკლესიის პოზიციაა, რომ მონანიებაც უნდა იყოს, შეცდომების აღიარებაც უნდა იყოს და ასევე ურთიერთპატიება. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ უამრავი ტრაგიკული მომენტი იყო და ბევრმა ადამიანმა დააშავა, მაგრამ ადრე თუ გვიან, უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი ნაბიჯი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.