LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი გულწრფელია, როდესაც საუბრობს შერიგებაზე და ამას პირველ რიგში, სამართლიანი შეფასებები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარება სჭირდება: არჩილ თალაკვაძე

133
არჩილ თალაკვაძე

დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმიანება და „თვლის, რომ პრეზიდენტი გულწრფელია, როდესაც საუბრობს შერიგებაზე“. მისივე განმარტებით, „ამას პირველ რიგში, სამართლიანი შეფასებები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარება სჭირდება“.

მისივე განმარტებით, ზურაბიშვილის განცხადება „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს ზეპარტიულ ინსტიტუტს, რომელსაც ზეპარტიული ამოცანები, ფუნქციები აქვს“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დეპოლარიზაციის შემცირება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სამართლიანად მოხდება იმის შეფასება, რაც აქამდე სადავო იყო.

პრეზიდენტი: როგორც პატარა ქვეყანა, კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისგან და უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა

პრეზიდენტი: პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ

„რაც შეეხება ე.წ. შერიგებას – შერიგება და შეთანხმება, ყოველთვის პირველ რიგში ეფუძნება სამართლიანობას, სამართლიანობის პრინციპებს და სანამ, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, ამ შემთხვევაში, რომელიც ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგაც გამოდის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არა ერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი. ჩვენ გვსურს, რომ შევამციროთ დეპოლარიზაცია, თუმცა დეპოლარიზაციის შემცირება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სამართლიანად მოხდება იმის შეფასება, რაც აქამდე იყო სადავო. სიმართლე გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ გუნდმა სისტემურად დაარღვია ადამიანის უფლებები დააზარალა ბიზნესი და საკუთრების უფლება უხეშად შელახა, ასევე შეიჭრა მედიაში და ათასობით ადამიანს გაუსწორდა ძალადობრივად განსხვავებული აზრისთვის. სანამ ამას არ მიეცემა სამართლებრივი შეფასება და აღიარება „ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყოველგვარ შერიგებაზე საუბარი, რაც დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა, არის თვალთმაქცობა და ფარისევლობა.

მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გულწრფელია, როდესაც საუბრობს შერიგებაზე და ამ შერიგებას, პირველ რიგში, სამართლიანი შეფასებები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარება სჭირდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს: ხატია დეკანოიძე

მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი: ელენე ხოშტარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g