LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი: „მადლობა მაესტროს იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც მან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გადასარჩენად გასწია…“

122
ვახტანგ მაჭავარიანი

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მწუხარებას გამოთქვამს დირიჟორისა და კომპოზიტორის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო და მაესტროს ერთგულებისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის.

„გარდაიცვალა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორი, საერთაშორისო აღიარების ქართველი მუსიკოსი, ჩვენი ძვირფასი უფროსი მეგობარი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

1996 წლიდან ბატონი ვახტანგი გახლდათ ჩვენი ორკესტრის მთავარი დირიჟორი, 1998–2004 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი.

მადლობა მაესტროს იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც მან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გადასარჩენად გასწია. მადლობა მას სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებისა და გვერდში დგომისთვის“

გარდაიცვალა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორი, საერთაშორისო აღიარების ქართველი მუსიკოსი, ჩვენი ძვირფასი…

Posted by Georgian Philharmonic Orchestra / საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი on სამშაბათი, 06 მაისი, 2025
magti 5g