დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4148 შეადგინა.
აუქციონის შედეგად ლარიც გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, 0.0043 პუნქტით გამყარდა და 2.4155 ლარი შედაგინა. ლარი გამყარდა ევროსთანაც, ხვალ ერთი ევროს ღირებულება 2.6194 ლარი იქნება.