LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინეს – პრეზიდენტი ანგარიშვალდებულია ოდიოზური ევროპარლამენტარების წინაშე“ – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

147
Untitled design (1)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება და ამბობს, რომ „ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინეს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, „პრეზიდენტი ანგარიშვალდებულია ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათი პატრონების წინაშე, გარე კარნახით მოქმედებს“.

„პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია, თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა – ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო.

ოდიოზური ევროპარლამენტარების ეს განცხადებაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ მის გადაწყვეტილების მიზეზი განემარტა. ამ დროს გაირკვა, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარს ერთი თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, შეწყალებასთან დაკავშირებით. ანუ საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ, ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. ის მოქმედებს არა საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ამომრჩევლის კარნახით, არამედ, გარე კარნახით”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ “გვარამიას გათავისუფლება პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო“.

მე ვერ გეტყვით რომ ეს რაიმე გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ შეგახსენებთ, რომ გვარამია იყო ამ ქვეყანაში მთავარი პოლარიზატორი, ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა პოლარიზაციაში და პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი პოლარიზაციისკენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა და საზოგადოება შეფასებას გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g