LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან – ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება“ – ვედანტ პატელი აშშ-ის სანქციებზე

122
ვედანტ პატელი

„ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან. ეს უბრალოდ, უახლესი მაგალითია აშშ-ის მიერ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისა, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობაზე. პატელმა ისაუბრა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს უკვე გამოცხადებულ სანქციებზეც და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ „ქართული ოცნებამ” საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს „ზურგი აქცია“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცველებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს

„სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.“

„სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა [ვახტანგ გომელაური] და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს [მირზა კეზევაძე] სანქციები დაუწესა. ეს არიან ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის აქციების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, გამოაცხადა, რომ ნაბიჯები გადადგა დამატებითი სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე, მათი ოჯახის უახლოეს წევრებზე.

ეს ქმედებები მოჰყვება სავიზო ქმედებებს, რომლებიც გასულ კვირას გამოვაცხადეთ. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” მიმდინარე სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, ქართველი დემონსტრანტების, მედიისა, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, “ქართული ოცნებამ” ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია და რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული“ – განაცხადა პატელმა.

„ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“ – ევროპული საბჭო 19 დეკემბრის სამიტის შესახებ დასკვნას აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g