LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ დღეში სიგარეტი კიდევ 50 თეთრით გაძვირდა

cigarette

2019 წლის იანვარიდან დღემდე მოსახლეობას სიგარეტი თითქმის 1 ლარით გაუძვირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თამბაქოზე ფასი უკვე მეორედ გაიზარდა.

როგორც დედაქალაქში არსებულ თამბაქოს სავაჭრო ჯიხურებში ამბობენ, მხოლოდ დღეს სიგარეტი 50 თეთრით გაძვირდა. ფასმა მოიმატა რამდენიმე ცნობილი ბრენდის ნაწარმზე, მათ შორის: „პარლამენტის“ და „ფილიპ მორისის” სიგარეტებზე. ამასთან, როგორც თამბაქოს რეალიზატორები ვარაუდობენ, თამბაქოზე ფასი კიდევ გაიზრდება.

სიგარეტის გაძვირებას ადასტურებენ თამბაქოს მომხმარებლებიც. ისინი ამბობენ, რომ დღეს სასურველი პროდუქცია გაზრდილი ფასებით შეიძინეს.

ცნობისთვის, სიგარეტზე ფასის მატება აქციზის განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. 2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ფილტრიან სიგარეტს, მისი ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g