LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე.. თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია“ – გიორგი ნაზღაიძე

511
ფორტუნა (18)

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს თავსხმა სცადეს.

მომხდართან დაკავშირებით ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ნაზღაიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავი 2“ – ის ინფორმაციით, გიორგი ნაზღაიძის მიმართ თავდასხმა სცადეს

„დღეს საღამოს რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით, ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ.

ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გავვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები.

ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის. ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!!

მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტიურად ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!“ – წერს გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები