საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან თამაშებს იწყებს. უეფას მიერ მოგონილი ახალი ტურნირი და თითიდან გამოწოვილი შანსი მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, დღე-დღეზე აიღებს სტარტს და გულშემატკივარს ახლა მაინც აქვს რეალური ოპტიმიზმის საშუალება.
ინტერნეტში გამოჩნდა ერთა ლიგის ოფიციალური ბურთის ფოტო. სექტემბრიდან გაყიდვები ოფიციალურად დაიწყო. ფასი 150 ევროა.
90-იანები გახსოვთ? განსაკუთრებით მეორე ნახევარი, როდესაც დიზაინერებმა დაიწყეს შავ-თეთრ ბურთებზე უარის თქმა. კარგი ანალოგია 1999 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი.
ერთა ლიგის ბურთის დიზაინი დაფუძნებულია 2018 წლის მუნდიალის ბურთის adidas Telstar 18-ის საპანელო დიზაინზე. ესეც რეტრო სტილში გაკეთდა.
ახალი ტურნირი 6 სექტემბერს იწყება, რომელშიც 55 ნაკრები მონაწილეობს. ოთხი საუკეთესო გუნდი ევრო-2020-ის საგზურებს მიიღებს.
საქართველო 6 სექტემბერს ასტანაში ყაზახეთს ესტუმრება, 9 სექტემბერს კი თბილისში ლატვიას უმასპინძლებს. ჩვენს ჯგუფში კიდევ ანდორაა.