LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება – საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიას სმარტი შემოუერთდა

530
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს, რომელიც ბუნების დასაცავად ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი მოუწოდებს პარტნიორებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტოსთან Leavingstone თანამშრომლობით ხორციელდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის კამპანიას 9 ბრენდი შეუერთდა, მათ შორის ერთ-ერთი არის სმარტი, რომელიც ლოგოში ციყვის სიმბოლოს გამოყენებისთვის კავკასიის ბუნების ფონდში დონაციებს გაიღებს.

„სმარტი“, 50-ზე მეტი სუპერმარკეტით, ყველაზე ფართო CS (Convenience Store) ქსელია საქართველოში. ბრენდი, რომლის ლოგოსაც 2010 წლიდან ფუსფუსა, აქტიური, სასუსნაოს მოყვარული, მოგზაური ციყვი ამშვენებს, უერთდება საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის ახალ კამპანიას, რომელიც იმ კომპანიებს, რომლებიც ლოგოში ცხოველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებს, სიმბოლურად გადარიცხონ დონაცია ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო ფონდში (CNF), როგორც ცხოველის სიმბოლოს გამოყენების „საავტორო უფლების“ საფასური.

ინიციატივის ფარგლებში, სმარტი რეგულარულად განახორციელებს დონაციას კავკასიის ბუნების ფონდში.

„ვისოლ ჯგუფისთვის“ გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია CSR სტრატეგიაში. შესაბამისად, „სმარტი“ სიამოვნებით შეუერთდა ინიციატივას. ციყვი „სმარტის“ ბრენდის განუყოფელი ნაწილი და მომხმარებლების საყვარელი სიმბოლოა, რომელსაც კომპანიის ვიზუალური რებრენდინგის დროსაც კი ვერ შეველიეთ. ამიტომაც ციყვის ვიზუალის გამოყენებისთვის „საავტორო უფლებების დაცვაში“ მონაწილეობა ჩვენს პასუხისმგებლობად მიგვაჩნია. მოხარულნი ვიქნებით, თუ სხვა კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან ძალიან საინტერესო კამპანიაში, რომელიც ცხოველებსა და ბუნებაზე იზრუნებს, რადგან ადამიანების და კომპანიების ზემოქმედება გარემოზე ყოველწლიურად უფრო მძიმეა. შესაბამისი უნდა იყოს ამისთვის პასუხისმგებლობის ინიციატივებიც“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ PR და CSR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „სმარტი“, „ვისოლთან“ ერთად, წარსულშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და შიდა ტურიზმის განვითარების კამპანიებში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g