უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტთან აპროტესტებენ. მომიტინგეები გუშინ საკნონმდებლო უკანა შესასვლელთან 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.
აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის იყვნენ მსახიობები, ნია გუნავა და ნატალია ყიფშიძე, რომლებიც ქართულ სერიალში „ცვალებადი ნიშნები“ ერთად მონაწილეობენ.
მსახიობები თბილისში მიმდინარე პროტესტს შეურთდნენ და აქციიდან ერთობილივი ფოტო გააზიარეს აღწერით: „ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის“