LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთად ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური წუთები გამოგვივლია“ – ჯონ ლეჯენდის ემოციური წერილი მეუღლეს

106
page

როგორც ცნობილია, თვის დასაწყისში 34 წლის მოდელმა, კრისი ტაიგენმა და 41 წლის არტისტმა, ჯონ ლეჯენდმა ახლადდაბადებული ბავშვი დაკარგეს. კრისი ორსულების 24-ე კვირაზე კლინიკაში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კრისიმ გაავრცელა და სოციალურ ქსელში სამშობიარო ბლოკში, გარდაცვლილ ახალშობილთან გადაღებული სულისშემძვრელი ფოტოები გაავრცელა.

ახლახანს, მუსიკოსმა მეუღლეს, სასიყვარულო წერილი მისწერა.

„ეს შენ კრისი… მე შენ ძალიან მიყვარხარ, შენ და ჩვენი შვილები ჩემთვის უმნიშვნელოვანესები ხართ. ჩვენ ერთად ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური წუთები გამოგვივლია, მე აღფრთოვანებული ვარ შენი ძალითა და რთულ მომენტებში შენი გამძლეობით. ჩვენ არასდროს დავნებდებით“, – წერს არტისტი.

ლეჯენდმა ასევე საზოგადოებას  მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ჯონ ლეჯენდმა Billboard Music Awards-ზე კომპოზიცია Never Break შეასრულა, გულისგამგმირავი პერფორმანსი არტისტმა თავის მეუღლეს, კრისი ტაიგენსა და დაღუპული შვილის ხსნოვნას მიუძღვნა. სიმღერის შესრულებისას არტისტს ეტყობოდა, რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები