უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არავითარი კავშირი არ აქვს განვითარებად გლობალურ სასურსათო კრიზისთან.
„ერთადერთი მიზეზი დეფიციტის, ფასების ზრდის, შიმშილის საფრთხის არის ის, რომ რუსი სამხედროები ფიზიკურად ბლოკავენ 22 მილიონ ტონა უკრაინული სურსათის ექსპორტს, ჩვენს საზღვაო პორტებში“,- განაცხადა კულებამ.