„სითი მოლი“ იწყებს ახალ სოციალურ პროექტს – #ერთადგადავაგოროთ, რომლის ფარგლებში საზოგადოებას გასართობ და შემეცნებით აქტივობებს შესთავაზებს. პროექტის მიზანი სხვადასხვა თაობისა და ინტერესის მქონე ადამიანების გაერთიანება და არსებულ ვითარებაში მათთვის განსხვავებული ალტერნატივის შეთავაზებაა. ,,სითი მოლი“ იქნება ამ სექტორში პირველი კომპანია, რომელიც მსგავს პროექტს ახორციელებს.
კვირის განმავლობაში ხუთი აქტივობაა დაგეგმილი. აქტივობები ხუთ შეგრძნებასთან – ხედვა, სმენა, გემო, შეხება, წონასწორობა – ასოცირდება და პროექტის მთავარი გზავნილის, მეექვსე გრძნობის – „თანაგანცდის“ გარშემო ერთიანდება. სწორედ „თანაგანცდა“ ეხმარება საზოგადოებას, რომ ყველა სირთულე #ერთადგადავაგოროთ.
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ექსკლუზიურად პროექტისთვის საკუთარი ჰიტის ახალი ვერსია ჩაწერა.
პროექტის #ერთადგადავაგოროთ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს „სითი მოლის“ ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით, დისტანციურად, ონლაინ შეეძლება: https://www.facebook.com/CityMallTbilisi/
დამატებითი ინფორმაცია
უცნობის ექსკლუზიურად პროექტისთვის ჩაწერილი სიმღერა. https://www.facebook.com/CityMallTbilisi/videos/714461532631232
პროექტის მოკლე მიმოხილვა https://www.facebook.com/CityMallTbilisi/videos/232242711465402/
აქტივობების ჩამონათვალი:
-
ხმოვანი წიგნები – მსახიობ ქეთა შათირიშვილთან ერთად;
-
მ-არტ-tv (მარტივი) – მხატვარ ქეთი დავლიანიძესთან ერთად; აძლევს მსურველებს შესაძლებლობას მარტივად შეძლონ ხატვა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა;
-
საოჯახო პილატესი – ბალანსის დაცვაში და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში პილატესის სერტიფიცირებული მწვრთნელი, healty lifestyle-ის ბლოგერი, ქოუჩი – ანკა დუნდუა დაგვეხმარება;
-
კულინარიული მოგზაურობა – გემო, რომელიც მსოფლიოს გაშემო გამოგზაურებთ. სხვადასხვა ქვეყნის კულინარიული კერძების რეცეპტები შეფ თენგიზ გორგაძისგან;
-
Face Art , როგორც თერაპია – ვიზაჟისტი ანუკა მურვანიძე სახის მოხატვის საინტერესო გზებს გაგვიმხელს.