„ამინდიც ხელს გვიშლიდა, გაუარესებული ამინდი იყო. დღეს გვაქვს უკეთესი პირობები იმისთვის, რომ მოსახლეობას მალე აღვუდგინოთ გზა, შუქი [რაც მთავარია]“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლაშა ტალახაძემ ქუთაისში დიდთოვლობით გამოწვეულ ვითარებაზე საუბრის დროს „ფორმულასთან“ განაცხადა.
ლაშა ტალახაძის თქმით, უყურადღებოდ არ რჩება არც ერთი ადამიანი.
„მაქსიმალურად ვაქცევთ ყურადღებას, ვამარაგებთ საკვებით, ერთი ადამიანიც კი არ რჩება უყურადღებოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე მაქსიმალური ყურადღება ექცევათ ონკოლოგიურად დაავადებულებს, ასევე თუ ვინმეს რამე სჭირს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, ყურადღება მაქსიმალურად ექცევათ.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თავდაცვის ძალებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართულია [პროცესში]“ – თქვა ლაშა ტალახაძემ.
ირაკლი კობახიძე: ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა – ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული
„ერთი ადამიანიც კი არ რჩება უყურადღებოდ“ — „ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი ლაშა ტალახაძე იმერეთში დიდთოვლობაზე
Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025