LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ბესო ზანგური ვერ დაგვაქცევს იმაზე მეტად, რაც დაქცეული ვართ – ვახო სანაია

781
BeFunky-collage (1)

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ბესო ზანგურის შესახებ წერს.

“გასაგებია, ბესო ზანგური როგორც და რატომაც დაასაქმეს იქ, სადაც დაასაქმეს. ისიც ვიცი, რომ ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში პრობლემაა მსგავსი დასაქმება. სხვათა შორის, მლანძღავდა სრულიად უმიზეზოდ. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ესიამოვნებინა ან რამე მსგავსი. მერე ვიფიქრე, ვიხუმრებ-მეთქი. რამდენიმე დღე ვწერდი, ჩემი აზრით, სარკასტულ რამეებს, მაგრამ შემდეგ გავჩერდი. თან ახალი წლის მერე მაინცდამაინც არც სხვებზე ვწერ. ერთადერთი – ნიკოლოზ მეტრეველს მივულოცე ტელევიზიაში დასაქმება.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არა ვარ მომხრე ადამიანის შიმშილისთვის გასამეტებლად. მართლა არა მგონია, რომ მშიერი უნდა მოკვდეს ვინმე. დაე, ჰქონდეს ის ფორმალური სამსახური. მილიონებს იპარავენ ვიღაცები ბიუჯეტიდან. ერთი ბესო ზანგური ვერ დაგვაქცევს იმაზე მეტად, რაც დაქცეული ვართ.

ვიცი, რაც დავწერე, სრულიად არ არის ნორმალური.

ერთი სიტყვით, ვიცი, რომ სისულელე დავწერე, ყველანაირად არასწორია ეს სტატუსი, მაგრამ ადამიანურად არ მინდა, რომ ულუკმაპუროდ დარჩეს”, – წერს ვახო სანაია ფეისბუქში.

ცნობისთვის, “რო­ბერტ სტუ­რუ­ას თხოვ­ნით, კახა კა­ლა­ძემ მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ამ­ზომ­ვე­ლად გა­ა­ფორ­მა“, – ამ სა­თა­უ­რით სტა­ტი­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი ორი დღეა რაც მე­დი­ა­ში ქვეყ­ნდე­ბა.

თავად ზაგური კი ამ­ბობს, რომ იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის პოვ­ნა­ში, სა­დაც ოდეს­მე და­მა­ტე­ბით უმუ­შა­ვია, არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა რო­ბერტ სტუ­რუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები