LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი და იგივე მიდგომა ჰქონდათ, ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტოგრაფის მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს” – რას აცხადებს პროკურორი 5 ივლისის საქმეზე

126
roit-5-1000x570

5 ივლისს, ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტოგრაფის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა ჰქონდათ, ყველას მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა მედიას განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას დღეს 7 ბრალდებული ესწრებოდა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, სხდომაზე არაერთი მოწმე დაიკითხა, თითოეულმა მათგანმა ცალსახად დააფიქსირა, თუ ვინ განახორციელა ძალადობრივი ქმედებები მედიის წარმომადგენლებზე: ილია თვალიაშვილზე, ზურაბ ცერცვაძესა და ვახტანგ ქარელზე.

„მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია შემდეგი გარემოება, სწორედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები მათზე განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები, შესაძლებლობა არ მისცეს შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა.

ყველა ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა ჰქონდათ, ყველას მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ეს ყველაფერი კადრებით არის აღბეჭდილი, რაც ნახეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა“, – აცხადებს გრიგოლ ნიშნიანიძე.

საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება, შემდეგ პროცესებზეც მოწმეები დაიკითხებიან.

magti 5g